The Guardian – პრეპარატ “რემდესივირით” 35 წლის ამერიკელი პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა

ამერიკელი ინფექციონისტების თქმით, პრეპარატი ორგანიზმში ვირუსის გავრცელებას უშლის ხელს

“იმედი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული პრეპარატის ეფექტურობაზე იზრდება” – ამ სათაურით ბრიტანული გამოცემა The Guardian პრეპარატის რემდესივირის” მოქმედების პირველ შედეგს აქვეყნებს.  ცნობილი ხდება, რომ “რემდესივირის” მკურნალობის კურსის შედეგად, 35 წლის ამერიკელი მამაკაცი კორონავირუსისგან განიკურნა.

ექსპერიმენტულ პრეპარატს აშშ-ში, ჩინეთსა და იტალიაში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების ნებართვით, ძირითადად ვირუსის გართულების დროს იყენებენ.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, “რემდესივირის” ტესტმა საიმედო შედეგი აჩვენა და პაციენტებზე მისი დადებითი მოქმედება სახეზეა.

ამერიკელი ინფექციონისტების განცხადებით, პრეპარატი ორგანიზმში ვირუსის გავრცელებას უშლის ხელს, თუმცა მისი სრულყოფილი გამოცდა ბოლომდე დასრულებული არ არის.

ამერიკული ბიოტექნიკური კომპანია “რემდესივირის” წარმოების გაფართოებას გეგმავს.

წყარო: The Guardian

  • 126
  •  
  •  
  •  
  •