მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია გაინაღდა

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია გაინაღდა.

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ვაჟთა შორის ხმლით ფარიკაობაში, საქართველოს ზედიზედ მეორედ სანდრო ბაზაძე წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი სალიცენზიო ტურნირი (20-22 მარტი.ბუდაპეშტის მსოფლიო თასი) დარჩენილია, სანდრომ ტოკიო2020-ში ასპარეზების უფლება უკვე მოიპოვა.

ვაჟთა შორის შეჯიბრი, პირად პირველობაში ხმლით ფარიკაობაში, 25 ივლისს, ტოკიოს საგამოფენო ცენტრ Makuhari Messe-ში ჩატარდება.

  • 143
  •  
  •  
  •  
  •