საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის 12-გზის ჩემპიონია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი, დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, დღეს პარიზში მოიგო.

ლევან მაისაშვილის გუნდი, ჟან ბუენზეს სახელობის სტადიონზე პორტუგალიას დაუპირისპირდა და 24:39 დაამარცხა, რითაც ევროპის ჩემპიონის ტიტული ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა. ბორღჯალოსნები ევროპის ჩემპიონის ტიტულს მეთორმეტედ დაეუფლნენ.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას, ბორღჯალოსნები 14 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ.

მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: რაგბის კავშირი

  • 182
  •  
  •  
  •  
  •