რევია-კაზაკოვას წყვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ისტორიაში პირველად, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველმა ფიგურულმა მოციგურავეებმა, გიორგი რევიამ და მარია კაზაკოვამ, ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

მოკლე პროგრამის შემდეგ, ქართული წყვილი მეორე პოზიციაზე იმყოფებოდა და 0.05 ქულა აშორებდა რუსეთის წარმომადგენელ შანაევა-ნარიჟნის დუეტს. თავისუფალ პროგრამაში, რევია-კაზაკოვას წყვილი მე-18 ნომრად იყო განთესილი. ქართველმა ფიგურულმა მოციგურავეებმა 176.19 ქულა მოაგროვეს, მესამე პოზიციაზე გასული რუსეთი, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერი იყო, საქართველოს 1.02 ქულით ჩამორჩა.

რევია-კაზაკოვას წყვილს ოქროს მედლამდე 0.99 ქულა დააკლდა. ტალინში ოქროს მედალს შეერთებული შტატები დაეუფლა.

  • 296
  •  
  •  
  •  
  •