COVID19 / CNN აშშ-ში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა

სან-ფრანცისკოს სანაპირო წყლებში  გაჩერებულ საკრუიზო ლაინერზე  21 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფიცირებულებს შორის ეკიპაჟის 19 წევრი და 2 მგზავრია. კრუიზ Grand Princess-ის ბორტზე 2 400-ზე მეტი მგზავრი და დაახლოებით 1 100 ეკიპაჟის წევრია. მაიკ პენსის განცხადებით, მგზავრებს საჭიროების მიხედვით კარანტინში და საავდმყოფოში გადაიყვანენ.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსი 3 400-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და 101 400 დაინფიცირდა. ინფექცია 90-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი უკვე 329-ს შეადგენს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის ინფორმაციით, აქედან 49 ადამიანი აშშ-შია ჩასული, დანარჩენი კი 28 შტატში ცხოვრობს.

აშშ-ში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

„სი-ენ-ენის“ ინფორმაციით, ფლორიდის შტატში ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 17-მდე გაიზარდა.

ორივე დაღუპული პაციენტი 70 წლამდე ასაკისაა, ისინი აშშ-ში მოგზაურობიდან დაბრუნდნენ, თუმცა, ჯერჯერობით უცობია, რომელ ქვეყნებში იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს კალიფორნიისა და ვაშინგტონის შტატებს გარეთ დაფიქსირებული პირველი ფატალური შემთხვევებია.

 

 

  • 65
  •  
  •  
  •  
  •