COVID19 / საქართველოში ახალი კორონავირუსის 9 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ერთ დღეში კორონავურუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 ადამიანი მკურნალობს. როგორც ცნობილი ხდება, 5-ვე ინფიცირებული იტალიაში ერთად მოგზაურობდა. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ისინი დღეს საღამოს მოათავსეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ყველა იმ კონტაქტის იდენთიფიცირება, ვისთანაც ინფიცირებულ ადამიანებს ჰქონდათ ურთიერთობა იტალიიდან დაბრუნების შემდეგ. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

  • 47
  •  
  •  
  •  
  •