თურქეთი რუსეთს სასტიკი შურისძიებით და ომით ემუქრება

მესუთ ჰაკი: "რუსეთს 16-ჯერ ვეომეთ და ანკარა მზად არის კიდევ ერთხელ გააკეთოს ეს"

“სირიაში ვითარების გამწვავების ფონზე, თურქეთი მზად არის რუსეთთან საომარი მოქმედებებისთვის”- ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა მესუთ ჰაკიმ გააკეთა.

მისი განცხადებით, “რუსეთს 16-ჯერ ვეომეთ და ანკარა მზად არის კიდევ ერთხელ გააკეთოს ეს”. მისი სიტყვებით, “თურქეთის შურისძიება სასტიკი იქნება” და რუსეთი, სადაც 25 მილიონი მუსულმანი ცხოვრობს “შინგნიდან დანაწევრდება”.

წუხელ, სირიის პროვინცია იდლიბში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციიით, ავიაშეტევა “სირიის რეჟიმის” სამხედრო-საჰაერო ძალებმა განახორციელეს, თუმცა ამის მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს. თურქეთის მმართველი პარტიის პრესმდივანმა, ომერ ჩელიკმა, შეტევა “ნატოზე თავდასხმად” შეაფასა.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფაუტ ოქტაიმ განაცხადა, რომ  “თურქეთი ბაშარ ასადს და მის მომხრეებს, თურქი ჯარისკაცების მკვევლობისთვის სასტიკად აზღვევინებს”

 

 

  • 2.3K
  •  
  •  
  •  
  •