საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მეორე შემთხვევა გამოვლინდა

მეორე ინფიცირებულიც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც იტალიიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორს ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა,  მეორე ინფიცირებულიც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც სამშობლოში იტალიიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 26 აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

  • 31
  •  
  •  
  •  
  •