Virgin Galactic: კოსმოსში გაფრენის მსურველთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს

ლეონარდო დიკაპირომ და ჯასტინ ბიბერმა კოსმოსში გასაფრენი ბილეთები უკვე შეიძინეს

კომპანია Virgin Calactic-მა, რომელიც ბრიტანელმა მილარდელმა, რიჩარდ ბრენსონმა კოსმოსში კომერციული ფრენებისთვის დააარსა, განაცხადა, რომ დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე გასაფრენ ტურისტულ ბილეთებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.

სამგზავრო კოსმოსური ხომალდი SpaceShipTwo 2018 წლიდან გამოსაცდელ ფრენებს ახორციელებს. ტურისტული რეისების დაწყება კი 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.

კომპანიამ უკვე მიიღო 8000-მდე განაცხადი. გაზრდილ მოთხოვნასთან დაკავშირებით, Virgin Galatic, დეპოზიტის სახით, თითოეული ბილეთისთვის 1000 დოლარს ითხოვს. თუკი გაფრენა არ შედგა, თანხა უკან დაბრუნდება.

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟებზე კომპანიის აქციათა ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს – თითო აქციაზე 42,4 დოლარს მიაღწია. ინვესტორებსაც, როგორც ჩანს, კოსმოსური ტურიზმის სჯერათ.

კომპანიის დამაარსებელმა, 70 წლის რიჩარდ ბრენსონმა განაცხადა, რომ კოსმოსში პირველივე რეისით გაფრინდება. მასთან ერთად, კოსმოსში 600 ადამიანი გაემგზავრება, რომლებმაც უკვე გადაიხადეს მოგზაურობის სრული თანხა – 250 ათასი დოლარი. პირველ მგზავრებს შორის იქნებიან ლეონარდო დიკაპრიო და ჯასტინ ბიბერიც.

საბოლოოდ, ფრენების განრიგი ჯერ დადგენილი არ არის. უცნობია, რამდენ ხანს მოუწევთ მსურველებს რიგში დგომა. ამასთან, არ გამოირიცხება ბილეთის ღირებულების გაზრდაც.

ტურისტების ორბიტაზე გასამგზავრებლად ასევე ემზადებიან ილონ მასკის SpaceX და “ამაზონის” დამაარსებლის, ჯეფ ბეზოსის Blue Origin.

 

  • 75
  •  
  •  
  •  
  •