საქართველოში კორონავირუსის რისკი მომატებულია – ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის რეჟიმზე გადადის

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია.
ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის.
მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდება მთავრობის ახალი განკარგულება, რომელშიც განხილული იქნება სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში შემოსულ ადამიანებზე შესაბამისი გაძლიერებული მეთვალყურეობის დაწესება.
საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, კორონავირუსის წინააღმდეგ მზადყოფნა გააძლიერონ.
  • 293
  •  
  •  
  •  
  •