“რემდესივირი“ – კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატი შექმნილია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: არსებობს მხოლოდ ერთი წამალი, რომელიც ჩვენი აზრით, ეფექტურია და ეს არის „რემდესივირია“

აშშ-ში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის კლინიკური გამოცდა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია BBC აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ანტივირუსული პრეპარატის ტესტირება ნებრასკის სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობს.

პრეპარატი სახელწოდებით „რემდესივირი“ ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია „გილეად საიენსმა“ შექმნა.

ამჟამად მისი გამოცდა კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებზე მიმდინარეობს. პირველი პაციენტი, ვინც „რემდესივირს“ ღებულობს, იაპონიაში საკრუიზო ხომალდიდან აშშ-ში ევაკუირებული მოქალაქეა.

მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეატყობინა ჩინეთის მთავრობას, რომ „რემდესივირის“ პირველმა ტესტმა აჩვენა, რომ მას კორონავირუსის დამარცხება შეუძლია.

„ახლა არსებობს მხოლოდ ერთი წამალი, რომელიც ჩვენი აზრით, ეფექტურია და ეს არის „რემდესივირია“ – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილემ.

 

  • 39.9K
  •  
  •  
  •  
  •