IPSOS – პროდასავლური ოპოზია 55%; ქართული ოცნება 39 %

„მთავარი არხის“ დაკვეთით, ფრანგულმა კომპანიამ IPSOS, სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის 55 %  მხარს პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს დაუჭერს, ხოლო არსებული ხელისუფლება მხარდაჭერას საზოგადოების 39%-ისგან მიიღებს.

კვლევამ აჩვენა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია გაერთიანებული ფორმით არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ლიდერი ქართული ოცნება იქნება და მას ამომრჩეველთა 34 %-ის მხარდაჭერა ექნება.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, ხუთპროცენტიან ზღვარს გადალახავენ:

ნაციონალური მოძრაობა (29%),

ევროპული საქართველო (10%),

ლეიბორისტული პარტია (6%)

პატრიოტთა ალიანსი (5%).

კვლევა 27 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით ჩატარდა და ცდომილება 2,5 პროცენტია.

  •  
  •  
  •  
  •  
  •