თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპირველობა გუნდური მესამე ადგილით დაასრულა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა გუნდური მესამე ადგილით დაასრულა.

გიორგი იანტბელიძის შეგირდებმა იტალიის დედაქალაქში 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, 95 ქულა დააგროვეს და მესამე პოზიცია დაიკავეს გუნდურ ჩათვლაში.

პირველი ადგილი რუსეთს ერგო, მეორე კი – აზერბაიჯანს.

ევროპირველობა ტრიუმფით დაასრულა გენო პეტრიაშვილმა, ვერცხლს დასჯერდა ბექა ლომთაძე, ბრინჯაოები კი ელიზბარ ოდიკაძეს და ავთო კენჭაძეს ერგოთ.

  • 525
  •  
  •  
  •  
  •