გენო პეტრიაშვილი ევროპის ორგზის ჩემპიონია

გენო პეტრიაშვილის (125კგ) ტრიუმფით დასრულდა რომის ევროპის ჩემპიონატი.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა ფალავანმა, ოქროს ფინალში პოლონელი ბარანი აშკარა უპირატესობით – 10:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა.

გენო პეტრიაშვილი ერთადერთია, რომელმაც გიორგი იანტბელიძის გუნდს ოქროს მედალი მოუტანა.

ვერცხლით დაასრულა რომის ევროპირველობაზე გამოსვლა ბექა ლომთაძემ (61კგ), ბრინჯაოებს კი ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) და ავთო კენჭაძე (74კგ) დაეუფლნენ.

  • 311
  •  
  •  
  •  
  •