ბექა ლომთაძე ევროპის ვიცე ჩემპიონია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძე (61კგ) ევროპის ვიცე ჩემპიონია.

იტალიის დედაქალაქ რომში, დღეს ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი დასრულდება.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს საფინალო დღეს ორი ოქროს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, თუმცა, ბექა ლომთაძემ ფინალში, რუს ალეკსანდრ ბოგომოევთან შეხვედრაში 3:2 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გიორგი იანტბელიძის გუნდის აქტივში, ამ დროისთვის 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია, რომლებიც ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ) და ავთანდილ კენჭაძემ (74კგ) მოიპოვეს.

დღესვე, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ირაკლი მწითური (92კგ), ხოლო ოქროსთვის – გენო პეტრიაშვილი (125კგ).

  • 124
  •  
  •  
  •  
  •