ავთო კენჭაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ავთო კენჭაძემ (74კგ), იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მეორე ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

ქართველმა ფალავანმა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, აშკარად დაჩაგრა ბულგარელი კიროვი, ბეჭებზე გააკრა და პირწმინდა გამარჯვება მოიპოვა – 8:0.

გიორგი იანტბელიძის გუნდის აქტივში 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია.

დღესვე, ოქროს მედლისთვის გენო პეტრიაშვილი (125კგ) იჭიდავებს, ხოლო ბრინჯაოსთვის – ირაკლი მწითური (92კგ).

  • 65
  •  
  •  
  •  
  •