ლომთაძე, მწითური და პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამი წევრი, ბექა ლომთაძე (61კგ), ირაკლი მწითური (92კგ) და გენო პეტრიაშვილი (125კგ) ნახევარფინალში გავიდნენ.

ფინალში გამსვლელი შეხვედრები დათმეს ავთანდილ კენჭაძემ (74კგ) და დათო მარსაგიშვილმა (86კგ), რომლებსაც ბრინჯაოს შანსი გაუჩნდებათ, თუკი მათი დამმარცხებლები ფინალის საგზურს მოიპოვებენ.

ბექა ლომთაძემ ნახევარფინალამდე რუმინელი ოხლოპკოვი და მოლდოველი კოლესნიკი აშკარა უპირატესობებით დაამარცხა, ასევე იმარჯვა გენო პეტრიაშვილმაც ესპანელ და რუს მეტოქეებთან, ირაკლი მწითურმა პირველი დაპირისპირება კოსოვოელ ედონ შალას 12:0 მოუგო, ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლაში კი მოლდოველი რუბაევი 7:5 დაამარცხა.

დღეს, ბრინჯაოს მედლებისთვის მირზა სხულუხია (70კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (79კგ) იჭიდავებენ.

ფინალური ბლოკი, 19:45 საათზე დაიწყება.

  • 150
  •  
  •  
  •  
  •