გენო პეტრიაშვილი და ბექა ლომთაძე ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის იჭიდავებენ

რომის ოლიმპიურ ცენტრში, “მატეო პელიკონეზე” მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ და ჩემპიონის ტიტულისთვის იჭიდავებენ გენო პეტრიაშვილი (125კგ) და ბექა ლომთაძე (61კგ).

ნახევარფინალში, ლომთაძემ, აზერბაიჯანელ ვალიზადას 1:2 სძლია, პეტრიაშვილმა კი უკრაინელ ხოციანივსკის 7:2 მოუგო.

ხვალვე, ბრინჯაოს მედლისთვის ირაკლი მწითური (92კგ) იჭიდავებს, ბრინჯაოს მოპოვების შანსი ექნება რეპეშაჟიდან ავთო კენჭაძესაც (74კგ), რომელმაც 1/4 ფინალი რუს გაჯმაგომედოვთან დათმო.

ფინალური ბლოკი, ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

  • 90
  •  
  •  
  •  
  •