ამირან შავაძემ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მეორე ბრინჯაო მოუტანა

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, ამირან შავაძემ (60კგ), საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მეორე ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

მესამე ადგილისთვის ფინალში, ქართველმა ფალავანმა რუსი ლოკიაევი 6:6-ზე 4-ქულიანი გდების უპირატესობის ხარჯზე დაამარცხა.

ამ დროისთვის, ლადო გეგეშიძის  გუნდის აქტივში 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია.

გუშინ, საჩემპიონი დაპირისპირებაში ლევან არაბულმა (130კგ) რუმინელ მეტოქესთან წააგო, ნუგზარ წურწუმიამ (55კგ) კი ასევე რუმინელ ტიტას შანსი არ დაუტოვა.

დღეს, ეროვნული გუნდისთვის ერთადერთი ოქროს მედლის მოტანას იური ლომაძე  (72კგ) შეეცდება.

  • 335
  •  
  •  
  •  
  •