შთამბეჭდავი გამოსვლა: იური ლომაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იური ლომაძე (72კგ) ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალამდე შთამბეჭდავი გზა გაიარა.

პირველი დაპირისპირება სერბების ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონ შტეფანეკს 6:4 მოუგო, თანაც იმ პირობებში, რომ მეტოქე მას ძალიან ეუხეშებოდა და მსაჯიც არ წყალობდა. მეორე შეხვედრაში ლომაძემ ბელარუსი კანკოვი აშკარა უპირატესობით -11:0 დაამარცხა. ზუსტად ასეთივე გამარჯვება მოიპოვა ქართველმა ხორვატ ეტლინგერთან, რომესაც პირველივე პერიოდში აჯობა.

ფინალის საგზურისთვის ლომაძე უნგრელსა და თურქ მოჭიდავეებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ნახევარფინალში ამირან შავაძე (60კგ), რომელმაც ორივე დაპირისპირება ერთნაირი ანგარიშით და აშკარა უპირატესობით – 8:0 მოიგო.

მოულოდნელი აღმოჩნდა მსოფლიო ჩემპიონის, ლაშა გობაძის მარცხი პირველივე წრეში. მეორე შეხვედრაში დამარცხდა ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი, ახალგაზდა გიორგი შოთაძე.

ნახევარფინალში გამსვლელი შერკინება დათმო  რევაზ ნადარეიშვილმა(97კგ), რომელიც ფინელ მეტოქესთან 3:0 დამარცხდა.

  • 1.3K
  •  
  •  
  •  
  •