ნუგზარ წურწუმია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს ბერძნულ-რომაულის სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ნუგზარ წურწუმიამ პირველი მედალი მოუტანა

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია(55კგ), ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

წურწუმიასთვის, დიდებს შორის, ეს პირველი მედალია. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, წურწუმიამ რუმინელი ტიტა, აშკარა უპირატესობით – 0:8 დაამარცხა.

ქართველ ფალავანს ევროპირველობამდე ტრავმა აწუხებდა, რამაც შედეგზეც იქონია გავლენა, თუმცა ის რომს უმედლოდ არ ტოვებს.

წურწუმიას მედალი საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის პირველია. დღეს, ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ლევან არაბული (130კგ) იჭიდავებს, ხვალ კი ამას იური ლომაძე (72კგ) გააკეთებს.

ხვალვე, მესამე ადგილის დაუფლებას ამირან შავაძე (60კგ) ეცდება.

  • 224
  •  
  •  
  •  
  •