ლევან არაბული ევროპის ჩემპიონატის ფინალში ქულადაუკარგავად გავიდა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, მძიმეწონოსანი ლევან არაბული, ხვალ ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს.

ქართველი ფალავნი ისე გავიდა კონტინენტის პირველობის ფინალში, რომ მას არცერთ მეტოქესთან ქულაც კი არ დაუკარგავს.

ნახევარფინალური დაპირისპირება არაბულმა ფინელ სავოლაინენს აშკარა უპირატესობით – 9:0 მოუგო და ხვალ რუმინელ მეტოქეს დაეჭიდება.

კიდევ ერთი, ვინც ლადო გეგეშიძის გუნდიდან პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ, მედლისთვის იბრძოლებს, ნუგზარ წურწუმიაა. მსოფლიო ჩემპიონმა, რუს კაბალოევთან 2:5 წააგო და მესამე ადგილზე გასვლის შანსი აქვს.

ფინალური ბლოკი, ხვალ, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

  • 152
  •  
  •  
  •  
  •