იური ლომაძე ევროპირველობის ფინალშია, ამირან შავაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

ლევან არაბულის გარდა (130კგ), კონტინენტის ჩემპიონის ტიტულისთვის ირაკლი ლომაძე (72კგ) იჭიდავებს.

ნახევარფინალში ლომაძემ თურქი სელჩუკ ჩანი, აშკარა უპირატესობით – 9:0 დაამარცხა და ქულები მხოლოდ პირველ შეხვედრაში, სერბ მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონ შტეპანეკთან დაკარგა. ოქროს მედლისთვის, ქართველი ფალავანი გერმანელ შტებლერს დაეჭიდება.

ამირან შავაძემ კი ფინალისთვის ბრძოლა ასევე თურქ კონკურენტთან დათმო და ხვალ ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

რამდენიმე წუთში, რომის ოლიმპიურ ცენტრში, მატეო პელიკონეს სახელობის არენაზე, პირველი საშეჯიბრო დღის მედლების კომპლექტი გათამაშდება. ბრინჯაოსთვის ნუგზარ წურწუმია (55კგ) გაირჯება, ლევან არაბული კი შეეცდება, გახდეს პირველი მძიმეწონოსანი ევროპის ჩემპიონი საქართველოდან, რომელიც 1974 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონის ტიტულს მოიგებს.

 

 

  • 96
  •  
  •  
  •  
  •