ძამაშვილმა მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა, დათუნაშვილს სერბული დებიუტი არ გამოუვიდა

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, 87 კგ წონით კატეგორიაში, დღეს სერბეთის სახელით ზურა დათუნაშვილს დებიუტი ჰქონდა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ მიიღო სერბეთის პასპორტი და ამიერიდან ამ ქვეყნის სახელით იასპარეზებს.

საქართველოდან წასულმა მოჭიდავემ არც თუ ძლიერ კონკურენტთან, ლიეტუველ ეივიდას სტანკევიჩუსთან 7:3 დათმო სადებიუტო დაპირისპირება და შანსი მას შემდეგ გაუჩნდება, თუკი ლიეტუველი ფინალში გასვლას შეძლებს.

ამავე წონაში, ქართველმა თორნიკე ძამაშვილმა, სომხების მსოფლიო ჩემპიონ მანუკიანს 3:1 სძლია და 1/4 ფინალში გავიდა.

  • 93
  •  
  •  
  •  
  •