ნუგზარ წურწუმია და ლევან არაბული ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები – ნუგზარ წურწუმია (55კგ) და ლევან არაბული (130კგ).

მსოფლიო ჩემპიონმა ნუგზარ წურწუმიამ ფინალამდე გზა ისე გაიარა, რომ ქულა არ დაუკარგავს, სამი მეტოქე ჩამოიშორა და ფინალის საგზურისთვის რუს კაბალოევს დაეჭიდება.

ასეთივე შთამბეჭდავი გზა ჰქონდა ნახევარფინალამდე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მძიმეწონოსანს, რომელიც ფინალისთვის ფინელ სავოლაინენს.

რაც შეეხება თორნიკე ძამაშვილს, მან პირველ შეხვედრაში სომხების მსოფლიო ჩემპიონს სძლია, შემდეგ კი რუს კომაროვთან ბოლო წამზე 4 ქულიანი გდება გაუშვა, ქართველმა მწვრთნელებმა ეპიზოდი გააპროტსტეს, თუმცა მსაჯებმა გადაწყვეტილება არ შეცვალეს, დარჩენილ 10 წამში კი ძამაშვილმა ანგარიში ვეღარ შეცვალა.

ლევან ქავჟარაძემ ნორვეგიელ მეტოქესთან დათმო თავისი 1/4 ფინალური დაპირისპირება და თუ მისი მოწინააღმდეგე ფინალში გავა, მას რეპეშაჟიდან გაუჩნდება შანსი დაუბრუნდეს მედლისთვის ბრძოლას.

ფინალური ბლოკი, თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება.

  • 78
  •  
  •  
  •  
  •