ფეხბურთის განვითარების ფონდს შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე დაინიშნა.

შესაბამისი ცვლილებები საჯარო რეესტრში 30 იანვარს გატარდა.

ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორის პოსტი ვაკანტური 2019 წლის 10 ივლისს გახდა, როდესაც ზაზა დოლიძემ “დინამო თბილისის” დირექტორად გადაინაცვლა, თუმცა, ბოლო ცვლილებამდე, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის კვლავ ფონდის ხელმძღვანელად რჩებოდა.

  • 63
  •  
  •  
  •  
  •