გიორგი იანტბელიძემ ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა.

კონტინენტის პირველობას რომი უმასპინძლებს 10-16 თებერვალს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იტალიაში 11 თებერვალს გაემგზავრებიან და ხალიჩაზე 14-16 თებერვალს გავლენ.

გიორგი იანტბელიძის გუნდი დასკვნითი შეკრებას დუშეთში გადის, სადაც დღეს, საკონტროლო შეხვედრები გაიმართა და საქართველოს ევროპული განაცხადიც შეივსო.

ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებენ:

57 კგ – ოთარ გოგავა
61 კგ – ბექა ლომთაძე
65 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
70 კგ – მირზა სხულუხია
​74 კგ – ავთანდილ კენჭაძე
79 კგ – ნიკა კენჭაძე
86 კგ – დათო მარსაგიშვილი
92 კგ – ირაკლი მწითური
97 კგ – ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ – გენო პეტრიაშვილი

  • 78
  •  
  •  
  •  
  •