აშშ-ს სენატმა დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო – იმპიჩმენტი არ შედგა

აშშ-ს სენატმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, წარმომადგენელთა პალატის მიერ წარდგენილი ორივე მუხლით გაამართლა და უდანაშაულოდ ცნო.

ბრალდების ორივე მუხლი – ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და კონგრესის მიერ ჩატარებული გამოძიების ხელის შეშლა, სენატორებმა ხმათა უმრავლესობით უარყვეს.

ტრამპის წინააღმდეგ  ხმა ერთადერთმა რესპუბლიკელმა, გავლენიანმა სენატორმა მიტ რომნიმ მისცა. მისი განცხადებით, დონალდ ტრამპმა შეუფასებელი ზიანი მიაყენა პრეზიდენტის ფიცსა და ამერიკის კონსტიტუციას. პრეზიდენტის დამნაშავედ ცნობას, სენატის შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა, ანუ სულ მცირე 67 ხმა სჭირდებოდა. იმპიჩმენტის პროცედურა სენატში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამერიკის ისტორიაში, ეს მესამე შემთხვევაა, როცა წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი წამოიწყო და ის სენატში განიხილეს.

  • 16
  •  
  •  
  •  
  •