კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 3000-ით გაიზარდა

ამ დროის მონაცემებით, დაინფიცირებულთაგან გარდაიცვალა 361 და განიკურნა 475 ადამიანი

კორონავირუსის ახალი ტიპით – 2019-nCoV დაინფიცირებულ პირთა რაოდენობამ ჩინეთში 17 ათასს მიაღწია. აქედან, 361 ადამიანი ვირუსის შედეგად განვითარებული პნევმონიით გარდაიცვალა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირების 2829 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

“ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა ქვეყნის 31 პროვინციიდან მიიღო დადასტურებული ინფორმაცია 17205 ადამიანზე, რომლებსაც, ვირუსის გამო, პნევმონია განუვითარდათ. აქედან, 2296 ადამიანი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, 361 გარდაიცვალა, ხოლო 475 – განკურნებული გაეწერა კლინიკიდან”, – ნათქვამია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩინური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ახალი ტიპის კორონოვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 148-ს მიაღწია. კვირას, ფილიპინებში გარდაიცვალა 44 წლის, წარმოშობით ჩინელი მამაკაცი, რომელიც ადრე ვირუსის ეპიდემიის ზონაში, ჰუბეის პროვინციის დედაქალაქ უხანში იმყოფებოდა.

ფოტო: REUTERS

  • 6
  •  
  •  
  •  
  •