ლაშა ტალახაძემ რომის მსოფლიო თასზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა

რომის მსოფლიო თასზე, ქართველმა ძალოსანმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ, როგორც მოსალოდნელი იყო, სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ატაცში 200/210/215კგ. დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაშიც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა დაძლეული 235/245/255 კილოგრამით, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 470 კილოგრამით საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.

გარდა ლაშა ტალახაძისა, რომის მსოფლიო თასი, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდებოდა, ტრიუმფით დაასრულა ანტონ პლესნოიმაც (96კგ). პლესნოიმ ატაცში 170/176 კგ. დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. აკვრაში ძალოსანმა ასევე პირველი ადგილი დაისაკუთრა დაძლეული 201/210 კილოგრამითაც. ანტონ პლესნოი ორჭიდის ჯამში მოგროვებული 386 კილოგრამით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა.

სამი ვერცხლის მედალია შოთა მიშველიძის ანგარიშზე, ხოლო გოგა ჩხეიძე ორ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

  • 1.3K
  •  
  •  
  •  
  •