მეგან მარკლი ჰარიზე ქორწინებას ნანობს და სამსახიობო კარიერას უბრუნდება

სამეფო ოჯახის ბიოგრაფი, სალი ბედელ სმიტი სკანდალურ განცხადებას აკეთებს

daily mail დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ბიოგრაფის და Vanity Fair-ის კონტრიბუტორის, სალი ბედელ სმიტი სკანდალურ ინეტრვიუს აქვეყნებს.  სალი ბედელ სმიტი გამოცემასთან ამბობს რომ მეგან მარკლი სამსახიობო კარიერისთვის თავის დანებებას ნანობს და სამეფო ოჯახთან დაკავშირებით მისი  მოლოდინები არ გამართლდა.

” ის საკმაოდ განსხვავდებოდა სამეფო ოჯახის სხვა რძლებისგან, რადგან წარმატებული პროფესიონალი გახლდათ და ამ ყველაფრის გვერდზე გადადება მოუწია, რომ პრინც ჰარიზე დაქორწინება შესძლებოდა. ახლა, როგორც ჩანს, ის ნანობს თავის გადაწყვეტილებას, რადგან მისი მოლოდინები სამეფო ოჯახთან დაკავშირებით არ გამართლდა და რეალობისგან აბსოლუტურად განსხვავებული აღმოჩნდა,” -აცხადებს სალი ბედელ სმიტი.

პარალელურად, მედიაში უკვე ვრცელდება ცნობები მეგან მარკლის მსახიობის ამპლუაში დაბრუნების შესახებ, თუმცა ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება. არაოფიციალურად, ასევე ვრცელდება ინფრომაცია, რომ მეგანის გუნდი (ვისთან ერთადაც ის ქორწინებამდე მუშაობდა) უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს საპროდიუსერო კომპანიებთან.

წყარო: Daily mail

  • 42
  •  
  •  
  •  
  •