ჩინეთში, ეპიდემიის ზონაში მყოფი ოთხი ქართველი კარანტინს თურქეთში გაივლის

ქართველების გამოყვანას ეპიდემიის ზონიდან, სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან ერთად, თურქული სამხედრო თვითმფრინავი მოახდენს

ჩინეთში მყოფმა საქართველოს 4-მა მოქალაქემ ევაკუაციაზე თანხმობა განაცხადა. ისინი სამხედრო თვითმფრინავით თურქეთში გადაფრინდებიან, სადაც კარანტინის პერიოდს გაივლიან. ფრენას თურქეთის მხარე უზრუნველყოფს. „ამ დროისათვის თანხმობა განაცხადა საქართველოს ოთხმა მოქალაქემ, თუმცა ჩინეთში ტურისტად მყოფი რამდენიმე მოქალაქეც დაგვიკავშირდა. ვაგრძელებთ მოლაპარაკებას, რომ მათი გადმოყვანაც მოხდეს. ისინი კარანტინს თურქეთში გაივლიან. თურქეთი კარანტინს მართავს მათი პროტოკოლის მიხედვით. ამაში ასევე აქტიურად არის ჩართული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ყველას გაგვაჩნია ვალდებულება, გამოვიყენოთ ის პროტოკოლები, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაწვდის“, – აცხადებს ეკა ტიკარაძე. ამ დროისთვის კორონავირუსისგან სულ 213 ადამიანია გარდაცვლილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

  • 12
  •  
  •  
  •  
  •