რა არის კორონავირუსი? – როგორ ვრცელდება მკვლელი ვირუსი ადამიანებზე

ფატალური შედეგი იმ შემთხვევებში დგება, როდესაც იმუნური სისტემა დასუსტებულია

კორონავირუსი იმ ვირუსების ჯგუფია, რომელიც იწვევს რესპირატორულ ინფექციებს, დაწყებული მწვავე რესპირატორული სინდრომით. ჩინეთში გავრცელებული ვირუსი კი მეშვიდეა კორონავირუსების ჯგუფში. ჩინური მედიასაშუალებების ცნობით, ადგილობრივ მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამჟამად გავრცელებული ვირუსი განსხვავებულია. ახალი კორონავირუსის თავდაპირველი სიმპტომებია სიცხე, ხველება, გულმკერდის შებოჭილობა და სუნთქვის უკმარისობა. ზოგიერთი პაციენტის სკანირებამ ფილტვებში სითხე აჩვენა, რაც ვირუსული პნევმონიისთვის არის დამახასიათებელი. პირველად, მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი შემთხვევები სამხრეთ ჩინეთში 2002 წელს გამოჩნდა. შემდეგ კი ოცზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა და იმსხვერპლა დაახლოებით 800 ადამიანი.

ვირუსული ინფექცია ცხოველებიდან ადვილად გადადის ადამიანებზე.  2012 წელს საუდის არაბეთში ასეთი ტიპის ვირუსით ადამიანი აქლემისგან დაინფიცირად.  კორონავირუსები ვირუსების დიდი ჯგუფია. პერიოდულად ჩნდება ახალი კორონავირუსები, რომლებიც ძირითადად, ცხოველებიდან გადადის ადამიანებზე. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ახალი ტიპის კორონავირუსთან, რომელიც იწვევს გართულებებს, ძირითადად, ფილტვების ანთების მხრივ.

რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსს?

ვირუსი იწვევს პნევმონიას. ძირითადი სიმპტომები ხველა, სიცხე და სუნთქვის გაძნელებაა. რადგან პათოგენი ვირუსია, ანტიბიოტიკები მის წინააღმდეგ ეფექტიანი არ არის. ანტივირუსული მედიკამენტების გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ისინი, როგორც წესი, მხოლოდ სიმპტომებს აუმჯობესებენ. გამოჯანმრთელება იმუნური სისტემის სიძლიერეზეა დამოკიდებული. ფატალური შედეგი, როგორც წესი, იმ შემთხვევებში დგება, როდესაც პაციენტის იმუნური სისტემა და ორგანიზმი დასუსტებულია.

კორონავირუსი პირველად ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა და მისი გავრცელების ცენტრად უხანის ზღვის პროდუქტების ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია სახელდება.

  • 81
  •  
  •  
  •  
  •