AO: ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამხრეთ კორეელს მძიმე ბრძოლაში მოუგო

დრამატული შეხვედრა 3 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა

ავსტრალიის დიდი სლემის წლევანდელ გათამაშებაზე, საქართველოს პირველმა ნომერმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე სამხრეთ კორეელი კვონ სუნი იყო, რომელსაც 5 სეტში – 6:7, 6:4, 7:5, 3:6, 6:3 სძლია და 1/32 ფინალში გავიდა.

შეხვედრა საკმაოდ დრამატული გამოდგა და 3 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა.

ამ მოგებით, ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა დაიცვა და მსოფლიო კვალიფიკაციაში, 29-ე პოზიციიდან 27-ე ადგილზე გადაინაცვლა.

  • 185
  •  
  •  
  •  
  •