2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად ექვსივე მსოფლიო ჩემპიონი დასახელდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში 2019 წლის სპორტული წელი შეაჯამა.

გამარჯვებულები 11 სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ, გარდა ამისა, უწყებამ 9 სპეციალური პრიზიც დააწესა.

2019 წლის სპორტსმენად, განსხვავებით წინა წლებისგან, ექვსივე მსოფლიო ჩემპიონი დასახელდა. ესენი არიან: ლაშა ტალახაძე, ლუხუმ ჩხვიმიანი, გენო პეტრიაშვილი, ბექა ლომთაძე, ლაშა გობაძე და ნუგზარ წურწუმია.

ნომინაციების გამარჯვებული და სპეციალური პრიზების მფლობელები გახდნენ:

2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში – წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები

2019 წლის საუკეთესო ვეტერანი სპორტსმენი, სპეციალური პრიზი – ნონა გაფრინდაშვილი

2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – ლაშა ბექაური (ძიუდო)

სპეციალური პრიზი 2019 წლის საუკეთესო სპორტული რეგიონი – აჭარა

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებში – ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო)

2019 წლის საუკეთესო მსაჯი – რუსუდან ხოფერია (ბატუტზე ხტომა)

სპეციალური პრიზი წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები

2019 წლის საუკეთესო ფედერაცია – ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის მოპოვებისთვის კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, 2021 წელს სათხილამურო ფედერაცია

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი – ეთერ ლიპარტელიანი

სპეციალური პრიზი 2019 წლის სპორტის საუკეთესო მოხალისე – თათია დარსაველიძე

2019 წლის საუკეთესო მენეჯერი – კახი კახიაშვილი

სპეციალური პრიზი 2019 წლის საუკეთესო ლეგიონერი – გიორგი შერმადინი

2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი იანტბელიძე

სპეციალური პრიზი საუკუნის მოვლენა ოლიმპიზმის ისტორიაში – ნინო სალუქვაძე

ქართულ სპორტში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის – თბილისი ჰილსი და კაჭრეთის ამბასადორი

სპორტში განხორციელებული მნიშვნელოვანი ქველმოქმედებისთვის – არქი

2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი – ირმა ხეცურიანი, რევაზ ჩიკოიძე

2019 წლის აღმოჩენა, სპეციალური პრიზი – მარია კაზაკოვა-გიორგი რევიას წყვილი

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი – ლუხუმ ჩხვიმიანი, ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ბექა ლომთაძე, ლაშა გობაძე, ნუგზარ წურწუმია

  • 1.3K
  •  
  •  
  •  
  •