ოლიმპიური ოქრო ლოზანადან – ალინა ბუტაევამ და ლუკა ბერულავამ ისტორია დაწერეს

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე ზამთრის ახალაგზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში ოქროს მედალი მოიპოვა. ფიგურულმა მოციგურავეებმა, ლუკა ბერულავამ და ალინა ბუტაევამ ისტორია ოქროს მედლებით დაწერეს.

ლოზანაში მიმდინარე ზამთრის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე დღეს მედლების ბოლო კომპლექტი ფიგურულ ციგურაობაში გათამაშდა. ამჯერად, ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოდნენ ე.წ. შერეული ინტერნაციონალური გუნდები. თითოეული გუნდი შედგებოდა მოცეკვავე და სპორტული წყვილების, გოგონათა და ვაჟთა ერთეულთა თანრიგის ფიგურისტებისგან.

სწორედ ამ დისციპლინაში გაიმარჯვა გუნდმა (Team Courage), რომლის შემაგენლობაშიც შედიოდა ალინა ბუტაევა- ლუკა ბერულავას ქართული წყვილი. საქართველოს ფიგურისტებთან ერთად ოლიმპიური ოქროს მედლები მიიღეს ესტონეთის, რუსეთის და იაპონიის სპორტსმენებმა. ესტონეთი ვაჟთა ერთეულებში იყო წარმოდგენილი, რუსეთი – გოგონათა ერთეულებში, იაპონია – ცეკვებში, საქართველო კი – წყვილებში.

ამ დისციპლინაში სულ 8 გუნდი გამოდიოდა. გამაჯვებულმა გუნდმა კონკურენტებს საკმაო უპირატესობით გაუსწრო.

აღსანიშნავია, რომ ბერულავა-ბუტაევას წყვილმა საქართველოს ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველი წარმატება მესამე საშეჯიბრო დღეს ბრინჯაოს მედლის მოპოვებით მოუტანა.

  • 1.3K
  •  
  •  
  •  
  •