ირანი აღიარებს, რომ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდება მათი მხრიდან “კატასტროფული შეცდომაა”

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი “ადამიანური გადაცდომაა” და მათ „ბოინგ 737“ შემთხვევით ჩამოაგდეს. ამ განცხადებით, რამდენიმე დღიანი უარის შემდეგ, ირანმა აღიარა, რომ თეირანში, უკრაინული თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს, თუმცა, შემთხვევით.

ინფორმაცია ირანულმა მედიამ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოდგება წინასწარ განზრახული არ ჰქონიათ და ყველა დამნაშავეს სათანადოდ დასჯის პირობას დებენ.

შეგახსენებთ, რომ ირანი კატეგორიულად უარყოფდა რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო და სათანადო არგუმენტებსაც აყალიბებდა. 8 იანვარს უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებას 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები.

  • 9
  •  
  •  
  •  
  •