თეირანში უკრაინის ავიახაზების ლაინერი ჩამოვარდა – ყველა მგზავრი დაღუპულია

თეირანში, უკრაინის ავიაზახების კუთვნილი ლაინერი “ბოინგ 737” ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას ყველა მგზავრისა და ეკიპაჟის წევრების სიცოცხლე ემსხვერპლა.

ირანული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია ირანის 147 მოქალაქე. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა შორის არიან უკრაინის ორი მოქალაქე, ასევე, ეკიპაჟის 13 წევრი, ირანის 71, კანადის 73, გერმანიის ოთხი, დიდი ბრიტანეთის სამი, შვეიცარიის რვა და ავღანეთის ექვსი მოქალაქე.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ავიალაინერის ჩამოვარდნის მიზეზი ძრავის გაუმათაობა გახდა.

მომხდარის გამო, ომანში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ. მან გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

უკრაინის ავიახაზების ავიალაინერი, თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ 2 წუთში ჩამოვარდა.

  • 43
  •  
  •  
  •  
  •