როგორ შეხვდა მსოფლიო 2020 წელს

საახალწლო ფოიერვერკები, ჩირაღდნები, ცრემლსადენი გაზი და ხანძარი

მსოფლიომ 2020 წლის ათვლა დაიწყო. გთავაზობთ ფოტოკოლაჟს, თუ როგორ შეხვდნენ სხვადასხვა ქვეყანაში ახალი ათწლეულის დადგომას.

ლონდონის ცენტრში 2000-მდე ფოიერვერკი გაუშვეს. 

ტრადიციული სვლა ჩირაღდნებით შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში 2 ფიგურის გამოსახვით დასრულდა: მეგობრებს ხელი აქვთ ერთმანეთისთვის გაწვდილი. 

ტყის მასშტაბური ხანძრების მიუხედავად, რომელსაც  ქვეყნის სამხრეთით ებრძვიან, ავსტრალიის დედაქალაქში ახალი წელი ტრადიციულად გრანდიოზული ფოიერვერკებით აღნიშნეს. სიდნეის მერმა კლოვერ მურმა განაცხადა, რომ ზეიმის გაუქმებას არ აპირებს, რადგან დღესასწაული ადამიანებს ახალ იმედებს აძლევს. 

ჰონკონგში, უკვე ნახევარი წელია, მასობრივი დემონსტრაციები და შეტაკებები იმართება. ამის გამო, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საახალწლო ზეიმი გაეუქმებინა – მოცემულ ვითარებაში, მისი ჩატარება უსაფრთხოდ არ ჩათვალეს. სამაგიეროდ, კოულუნის ყურეში ლაზერული შოუ გაიმართა, რომლის სანახავადაც ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ დემონსტრაციების მონაწილეები – დროშებით და პლაკატებით.

რამდენიმე რაიონში პოლიციამ დემონსტრანტები დააკავა. ახალი წლის დადგომიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც.

აქციები ისევ გრძელდება. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას და საარჩევნო კანონის შეცვლას ითხოვენ. დემონსტრანტები ასევე მიმართავენ ხელისუფლებას, შეიცვალოს პროტესტის გამოხატვის, როგორც მასობრივი არეულობის იურიდიული კლასიფიკაცია.   

 

გაზას სექტორში ფოიერვერკები და ლაით-შოუ არ ყოფილა, სამაგიეროდ, რამდენიმე ადგილობრივმა სანტამ – “ცეცხლისმფრქვეველებმა” თავად მოაწყვეს სანაპიროზე ცეცხლოვანი შოუ. 

ახალი წლის ღამეს მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა – 828 მეტრიანი ბურჯ-ხალიფა დუბაის ცენტრში კვლავ საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. არაბთა გაერთიანებული ემირატები 2020 წელს შთამბეჭდავი სალუტით, მოცეკვავე შადრევნებით და ათასგვარი შოუთი შეხვდა. 

მუმბაიში ფოიერვერკები “ინდურ კარიბჭესთან” გაუშვეს. ამ კარიბჭეს 13 წლის განმავლობაში აშენებდნენ – მას შემდეგ, რაც ინდოეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა და ქვეყანა ბოლო ინგლისელმა ჯარისკაცებმა დატოვეს. 

თუმცა, ბევრ ადგილობრივს ზეიმში მონაწილეობა არ მიუღია. 31 დეკემბერი სამშაბათს დაემთხვა – ეს დღე კი ინდუიზმის მიმდევრებისთვის სიბრძნისა და კეთილდღეობის სპილოსთავიან ღმერთს – განეშს უკავშირდება. ამის გამო, ინდოელების დიდმა ნაწილმა ახალი წლის აღნიშვნა, 31 დეკემბრის ღამის ნაცვლად, 1 იანვარს გადაწყვიტა.  

ფოტოები: GETTY IMAGES, WIN-INITIATIVE, PA.

  • 3
  •  
  •  
  •  
  •