ილია მეორე ვლადიმერ პუტინს: უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალის!

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს

ტრადიციულ წინასაახალწლო მილოცვაში სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა  და უნეტარესმა ილია მეორემ ერს ბედნიერება უსურვა და უმცროსების მხრიდან უფროსების პატივისცემაზე გაამახვილა ყურადღება:

„დღეს ჩვენ ვუსურვებთ ყველას, ერთმანეთს ბედნიერებას, უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება ბევრად დამოკიდებულია ჩვენზე. მშობლების პატივისცემა არის ბედნიერება შვილებისათვის.

„პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“ – ჩვენ ვკითხულობთ ამას ბიბლიაში.

უფროსების პატივისცემას მოაქვს ბედნიერება უმცროსებისთვის. უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთის”.

პატრიარქის კიდევ ერთი გზავნილი საახალწლო გამოსვლაში ამჯერად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისადმი იყო განკუთვნილი:

“მე მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მივმართო რუსეთის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ პუტინს, უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალისა. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა”, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.

 

  • 2.6K
  •  
  •  
  •  
  •