პარლამენტის წინ კარვები აყარეს

პარლამენტის წინ იდგა მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მოძრაობა „ქვეყნის სამსახურშის“ კარვები

დასუფთავების სამსახურის მანქანებმა პარლამენტის წინ მდგარი კარვები აყარეს და ტერიტორია წყლით მორეცხეს.

პარლამენტის წინ იდგა მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მოძრაობა „ქვეყნის სამსახურშის“ კარვები.

ამ წუთებში ადგილზე  ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან კარვები და საპროტესტო ატრიბუტიკა რამდენიმე თვეა არის განლაგებული.

  • 1.8K
  •  
  •  
  •  
  •