ხურმა – სუპერჯანსაღი და გემრიელი

ხურმას ურჩევენ მათ, ვისაც წონაში მომატება სურთ

სუბტროპიკული და ტროპიკული ხეები და ბუჩქები, რომელთა სამშობლოდაც აზია მიიჩნევა. ხურმა ძირითადად კორეაში, იაპონიასა და ჩინეთში იზდრება, თუმცა ხარობს სამხრეთ ამერიკაში, ესპანეთსა და იტალიაში.

საქართველოში იაპონური ხურმა დაახლოებით 100 წლის წინათ შემოიტანეს და გავრცელდა დასავლეთ საქართველოში, კახეთისა და ქართლის ზოგიერთ რაიონში. ნაყოფი შეიცავს 25% შაქარს (ჩირი 60%-მდე) და უამრავ ვიტამინს.

იაპონური ხურმის ჯიშები დაყოფილია 3 ჯგუფად: ტკბილი, ნახევრად ტკბილი და მწკლარტე.

ევროპაში ხურმა სპორტსმენების საყვარელ ხილად მიიჩნევა.  ნაყოფს  ურჩევენ მათ, ვისაც მასის მომატება სურთ. 100 გრამი ხურმა 70 კალორიას შეიცავს.  ამასთან, ის უზრუნველყოფს უამრავ მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებას.
ხურმა შეიცავს ვიტამინ C -ს, რომელიც მნიშვნელოვანია იმუნური სისტემისთვის და ვიტამინი B-ს, უპირველეს ყოვლისა მასშია უამრავი ბეტა-კაროტინი (პროვიტამინი A), რომელიც კარგია მხედველობასა და ნერვებისთვის.

 

 

ხურმა ასევე შეიცავს კალიუმის მარილებს, რითაც კვებავს სხეულს და აწესრიგებს გულსისხლძარღვთა სისტემას, გარდა ამისა, ეს არაჩვეულებრივი ხილი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს, რითაც ასაზრდოებს გულის კუნთებს, ამცირებს არტერიული ჰიპერტენზიის რისკს და არეგულირებს არტერიულ წნევას.

  •  
  •  
  •  
  •  
  •