ბარაკ ობამამ 2019 წლის საუკეთესო წიგნები დაასახელა

ობამამ იმ წიგნების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც 2019 წელს მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იმ წიგნების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც 2019 წელს მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.

თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა რეიტინგი Instagram-ზე დაპოსტა და მეგობრებს წიგნების წაკითხვა ურჩია.
ობამას სიაში, ხელოვნების, ეკონომიკისა და ისტორიის შესახებ ნამუშევრები მოხდვა. მან ასევე ცალკე გამოჰყო წიგნები “სპორტის მოყვარულთათვის”.

ექსპრეზიდენტის მიერ შედგენილ რეიტინგში შედის, ჰარვარდის პროფესორის შოშანა ზუბოფის წიგნი «საზედამხედველო კაპიტალიზმის ხანა», რომელმაც ჩვენს ცხოვრებაში ტექნოლოგიის შეღწევა შეისწავლა.
ობამა ასევე ურჩევს ისტორიკოს უილიამ დალრიმფლას «ანარქიას» და წიგნს სახელწოდებით «კარცერს», რომელიც ალბერტ ვუდფოქსმა დაწერა. პოლიტიკურმა აქტივისტმა, რომელმაც 43 წელი საკანში მარტო გაატარა.
გარდა ამისა, შტატების ყოფილი ლიდერის სიაში შევიდა წიგნი სახელწოდებით, «How to Do Nothing», რომელიც პროფესორმა ჯენი ოდელმა დაწერა და ინტერნეტის საუკუნეში სმარტფონისგან ყურადღების გადატანას გვასწავლის.

სპორტული ლიტერატურის კატეგორიაში, ობამამ მომხმარებლებს შესთავაზა წაიკითხონ კალათბურთელის, NBA– ს სამგზის ჩემპიონის  ანდრე იგუდალის ავტობიოგრაფია.  ასევე წიგნი დენ რუნიზე, რომელიც ამერიკული საფეხბურთო გუნდის Pittsburh Steelers– ის მფლობელი იყო.  (რუნის ოჯახი უკანასკნელად შევიდა ფორბსის გლობალურ სიაში, 2015 წელს 1,2 მილიარდი დოლარი ღირებულებით).

აღსანიშნავია,  ბარაკ ობამა მომხმარებელს დაჰპირდა, რომ უახლოეს დღეებში 2019 წლის ფილმებისა და სიმღერების ჩამონათვალსაც ჩამოაყალიბებს.

 

  •  
  •  
  •  
  •  
  •