1 დაღუპული და 22 დაშავებული – თბილისი- სტამბოლის ავტობუსი ავარიაში მოყვა

ავტობუსი, ილგაზის რაიონში სატვირთო ტრაილერს შეეჯახა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში. თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი, ილგაზის რაიონში სატვირთო ტრაილერს შეეჯახა.

31 მგზავრიიდან უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. 22-მა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან 4-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

გარდაცვლილის ვინაობა ამ დროისათვის უცნობია.

ავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, კომპანია “აკ კარადენიზს” ეკუთვნის.

  • 121
  •  
  •  
  •  
  •