ხანგოშვილის საქმე:  ბერლინიდან გაძევებული მეორე რუსი დიპლომატი გრუ-ს აგენტი აღმოჩნდა

მეორე რუსი დიპლომატი სამხედრო ჯაშუში და რუსეთის საიდუმლო სამსაუხრების თამაშრომელია

ბერლინის ცენტრში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, გერმანიიდან გაძევებული მეორე რუსი დიპლომატი გრუს აგენტი აღმოჩნდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

გერმანულმა გამცოემებმა სხვადასხვა სახის გამოძიება ჩაატარეს და დაადგინეს, რომ მეორე რუსი დიპლომატი სამხედრო ჯაშუში და რუსეთის საიდუმლო სამსაუხრების თამაშრომელია.

რაც შეეხება პირველ დიპლომატს, მისი გაძევების შემდეგ, პირველივე დღეებში ის გერმანიაში რუს აგენტად იქნა გამოცხადებული.

აღსანიშნავია, რომ ორივე დიპლომატი გერმანიის მთავრობამ ქვეყნიდან მას შემდეგ გააძევა, რაც მათ ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე თანამშრომლობის სურვილი არ გამოხატეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს  40 წლის მოქალაქე, პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი, 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს.

სავარაუდო დამნაშავე, რუსეთის მოქალაქე მამაკაცი დაკავებულია, თუმცა ის პოლიციასთან არ თანამშრომლობს და ამ დრომდე დუმს.

  • 36
  •  
  •  
  •  
  •