პაატა იმნაძე – ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს

არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არაა

არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არაა,- ეს განცხადება ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა.

პაატა იმნაძის თქმით, კლინიკები თითქმის ცარიელია და მხოლოდ ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებებია გადატვირთული.

როგორც ის ამბობს, ავადობა საქართველოში 100 ათას მოსახლეზე არის 190 შემთხვევა, მაშინ როცა, ეპიდემიად ითვლება 450-500 შემთხვევა.

“არ არის ეპიდემიის საფრთხე. მოზრდილების საავადმყოფოები თითქმის ცარიელია. ბავშვების კლინიკებია გადატვირთული. რაც შეეხება ვაქცინას, ის სავალდებულო არ არის, თუმცა რეკომენდირებულია. ვაქცინის რაოდენობა კი სახელმწიფოს აღარ შემოაქვს. ეს უკვე კერძო ბიზნესის პრობლემაა თუ სათანადო რაოდენობა არ არის”,-აცხადებს იმნაძე.

  • 8
  •  
  •  
  •  
  •