მოსკოვი-თბილისის ავტობუსის ამოტრიალების შემდეგ, მგზავრების გადმოსაყვანად რუსეთში 2 ავტობუსი გაემართა, ამოქმედდა ცხელი ხაზიც 

ამოქმედებულია ცხელი ხაზიც

საქარველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით რუსეთში ავარიის შედეგად დაშავებული ქართველების გადმოსაყვანად  საქართველოდან 2 ავტობუსი გაემგზავრა. ინფორმაციას არნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,   ამოქმედებულია ცხელი ხაზიც.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაშავებულების და დაღუპულების იდენტიფიცირება. რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს სექცია მუდმივ კავშირზეა რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, მათ შორის როგორც საგანგებო მდგომარეობის სამსახურთან, ასევე სამედიცინო ცენტრთან სადაც განთავსბეულნი არიან დაშავებულები. ამოქმედებულია ცხელი ხაზი +7 9269262740”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ლიპეცკის ოლქში, მოსკოვი-თბილისის ავტობუსი  ცოტა ხნის წინ ამოტრიალდა. პირველადი მონაცემებით ტრანსპორტით 19 ადამიანი მგზავრობდა, ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 მგზავრი დაშავდა, მათგან 8 გადაყვანილია სტაციონარში და უტარდება საჭირო სამედიცინო დახმარება. ტრაგედიას 2 ადამიანი  ემსხვერპლა.

  •  
  •  
  •  
  •  
  •