მოსკოვი-თბილისი ავტობუსის ავარიას ორი ადამიანი შეეწირა, არიან დაშავებულები, ვიდეო ტრაგედიის ადგილიდან

შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 16-ს კი ექიმები სინჯავენ.

მოსკოვი-თბილისის ავტობუსის ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. შემთხვევა რუსეთში, ლიპეცკის ოლქში მოხდა. როგორც რუსული მედია იტყობინება, ავტობუსმა  სტანოვლიანსკის რაიონის სოფელ იარლუკინოს მახლობლად, მაგისტრალზე ავარია განიცადა.

სამგზავრო ავტობუსი, რომელსაც მთლიანობაში 18 ადამიანი მოსკოვიდან თბილისში მიჰყავდა, მოყინულ გზაზე მოცურდა და ამოტრიალდა.

როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 16-ს კი ექიმები სინჯავენ.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ყველა მგზავრი და ტრანსპორტის მძღოლი საქართველოს მოქალაქეები არიან.

 

  • 63
  •  
  •  
  •  
  •