ხალხის ხარჯზე რატომ უნდა ფუნქციონირებდეს ტელევიზიები – კახა კალაძე

"ხალხის ხარჯზე რატომ უნდა ფუნქციონირებდეს ტელევიზიები. ეს არასწორია," - კახა კალაძე

თბილისის მერი ფინანსთა სამინისტროს მიერ ტელევიზიებზე ინკასოს დადებას გამოეხმაურა. კახა კალაძის განცხადებით, კერძო ტელევიზიები გადასახადების გადამხდელების ხარჯზე არ უნდა ფუნქციონირებდნენ.

“თემას არ ვიცნობ, მაგრამ დავალიანება თუ აქვთ, რა თქმა უნდა გადასახდელია. ხალხის ხარჯზე რატომ უნდა ფუნქციონირებდეს ტელევიზიები. ეს არასწორია,” – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2-ის”, “ტვ პირველისა” და “კავკასიას” ანგარიშებზე ინკასო გუშინ დაედო. ფინანსთა სამინისტრო კომპანიებისგან დავალიანების დაფარვას ითხოვს.

როგორც ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს.

„აჰა, მოვიდა ინკასო იგი და დაედო ჩემს ანგარიშებს. მადლობა მთავრობას. ეს პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს, რადგან ორგანიზაცია ვერ შეძლებს ვერანაირი ოპერაციის განხორციელებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ტელევიზიებს – იმედს, რუსთავს და მაესტროს ბიუჯეტის 55 მილიონი მართებთ და არავინ აპირებს ამის გამო, ტელევიზია გაუჩეროს. საჭიროც აღარ არის მგონი რამის თქმა. ყველაფერი ისედაც გასაგებია“, – წერს ჯანგირაშვილი.

  • 56
  •  
  •  
  •  
  •