გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა

თოვისა და ლიპყინულის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა

თოვლის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- ნათქვამია გზების დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში.

  • 21
  •  
  •  
  •  
  •